ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ნარჩენების გადამუშავება შვედეთში.
შვედეთში ნარჩენების გადამუშავება ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რომ ქვეყანაში ნაგვის მხოლოდ 4% იგზავნება ნაგავსაყრელზე (აღნიშნული მაჩვენებელი ევროპაში საშუალოდ 38%-ია).
ამჟამად, შვედეთი მეზობლებისგან ყოველწლიურად 800 ათას ტონა ნაგავს აგროვებს.

ნარჩენები ან გადამუშავდება და გენერირდება ელექტროენერგია, ან იგზავნება ნაგვის საწვავ ღუმელში და გამოიყენება გათბობისათვის.

სპეციალურ საწარმოებში იწვება ნარჩენები, რითაც ხდება წყლის გაცხელება, რომლითაც ხორციელდება საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების გათბობა (აღნიშნული უზრუნველყოფს შვედეთში ცენტრალური გათბობის 20%-ს).
გარდა ამისა, ხდება ელექტროენერგიის გამომუშავებაც, რომლითაც მარაგდება  250 ათასამდე ოჯახი.

შვედეთი დიდი ხანია ლიდერია ნარჩენების გადამუშავების კუთხით ევროპაში. რამდენიმე ხნის წინ, ნარჩენების შემგროვებელი და გადამამუშავებელი ორგანიზაციის (Avfall Sverige) ხელმძღვანელები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქვეყანაში წარმოიქმნება საკმარისი ნარჩენი ენერგეტიკული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
ასევე, ამ პრობლემის გადასაჭრელად ხდება მეზობელი ქვეყნებიდან ნარჩენების იმპორტი. შესაბამისად, შვედეთი ყოველწლიურად 800 ათას ტონა ნაგავს იღებს მეზობლებისგან. ყველაზე დიდი წილი მოდის ნორვეგიაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესებს უარყოფითი მხარეც აქვს. მაგალითად, "ნარჩენების დაწვა" იწვევს ატმოსფეროში დიოქსინების გაფრქვევას, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს. გარდა ამისა, წვის შედეგად დარჩენილი ნაცარი შეიცავს ბევრ მძიმე ლითონს. გადამუშავების შედეგად მიღებული ყველა მეორეული პროდუქტი უნდა გაიგზავნოს ერთი და იგივე ნაგავსაყრელზე, ამიტომაც გადის ექსპორტზე - უკან ნორვეგიაში.

შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსი მრჩეველი დარწმუნებულია, რომ წამყვან ევროპულ ქვეყნებში არ ხდება საკმარისად ნარჩენების გადამუშავება. ამისთვის აუცილებელია ნარჩენების იმპორტის დარეგულირება იტალიიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და სხვა ბალტიის ქვეყნებიდან, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი გიგანტური ნაგავსაყრელებით, ხოლო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების ნაკლებობა აქვთ.

მიუხედავად არსებული სიტუაციისა, როგორც გარემოს დაცვის სააგენტოს მრჩეველი კატარინა ოსტლუნდი აცხადებს, შვედეთში უნდა შემცირდეს ნარჩენების წარმოქმნა. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება არის კარგი მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში. საჭიროა ახალი მიდგომა ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და მისი გადამუშავებისთვის.


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved