ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ოთხმხრივი მემორანდუმის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ენერეგტიკის მინსიტრმა ილია ელოშვილმა „ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2015 წლის დეკემბერში ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრა, ბათუმში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და სომხეთის, ირანისა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეების მონაწილეობით გაიმართა. 

2015 წლის დეკემბერში, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ ერევანში საქართველოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციას შორის “ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდმუმს მოაწერახელი. მემორანდუმი ოთხ ქვეყანას შორის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებიის მიზნით გაფორმდა. 

მემორანდუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ერევანში მიმდინარე წლის აპრილის თვეში გაიმართა, ეხლა კი შეხვედრას ქართული მხარე მასპინძლობს.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და რეგიონალურ სადისპეჩერო ცენტრზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ოთხივე ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, სწრაფ რეაგირებას კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს, ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებას, სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. რაც შექმნის ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობას, ხელს შეუწყობს ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარებას და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved