ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
სოფელ კირიხლოს გაზიფიცირება დასრულდა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა  მარნეულის რაიონის სოფელ კირიხლოში  ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.
 
11 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობის შედეგად ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა  სოფელში მცხოვრებ  259 ოჯახს.
ქვემო ქართლში „სოკარ ჯორჯია გაზს“  აშენებული აქვს 1,027 კმ-იანი სიგრძის გაზსადენი და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს 26 ათას 837 აბონენტს. ამასთან, ქვემო ქართლში, ბუნებრივ აირს უკვე მოიხმარს 100 ათასი ოჯახი. 

წლის ბოლომდე, ქვემო ქართლის რეგიონში დაგეგმილია 158 კილომეტრიანი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა, რომელიც დამატებით 3,434 პოტენციურ აბონენტს მისცემს  ბუნებრივი აირის  ქსელში ჩართვის შესაძლებლობას.

2016 წლის გაზიფიცირების გეგმის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, „სოკარ ჯორჯია გაზი“ ააშენებს 1,600 კმ სიგრძის გაზგამანაწილებელ ქსელს და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა  ექნება დამატებით 40 ათასზე  მეტ ოჯახს.

საერთო ჯამში, 2009-2017 წლებში,  საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში, „სოკარ ჯორჯია გაზს“, აშენებული ექნება 7,000 კმ-ზე მეტი გაზგამანაწილებელი ქსელი,  რომელიც საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის  შესაძლებლობას  მისცემს 250 ათას  პოტენციურ აბონენტს.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved