ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ილია ელოშვილი სოფელ დიაკონიძეების მოსახლეობას შეხვდა
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი  შუახევის მუნიციპალიტეტის  სოფელ დიაკონიძეების  მოსახლეობას შეხვდა და „შუახევიჰესის“  პროექტის მიმდინარეობაზე ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა.

საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტს, „შუახევიჰესის“ მშნებლობას კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია ახორციელებს. კომპანია ერთობლივი საწარმოა შექმნილი ინდური კომპანია Tata Power-ის ნორვეგიული კომპანია Clean Energy–ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ.ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 416 მილიონ ამერიკულ დოლარს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 730 საქართველოს მოქალაქე.

შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოების 90 პროცენტი დასრულებულია, მიმდინარე წლის შემოდგომაზე  კი პროექტი მთლიანად სრულდება და გაზაფხულიდან ჰესი ოპერირებას დაიწყებს, რის შემდგომაც საქართველოს ელექტროსისტემას 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება, რაც თვის წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში.

ინვესტორის საქმიანობა მაღალმთიან აჭარაში მხოლოდ ჰესის მშენებლობით არ შემოიფარგლება.  კომპანია  სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით, ხელს უწყობს აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და პროექტის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. კომპანია მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიანი განვითარების მიზნით ახორციელებს სოციალურ პროექტებს რეგიონისათვის პრიორიტეტული მიმართულებებით: განათლება და ცნობიერების ამაღლება, თემების გაძლიერება და ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ მიმართულებით კომპანია 6 მილიონ ამერიკულ დოლარს ხარჯავს.

პროექტის დასრულების შემდგომ კომპანია ყოველწლიურად მილიონობით ლარს შეიტანს ადგილობრივ  ბიუჯეტში (მოგების გადასახადი - 10%), რაც პირდაპირ აისახება და გააუმჯობესებს აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას. კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“  მოწოდებულია  დაიცვას გარემო ,პროექტის მშენებლობის არეალში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც მშენებლობის ფაზაზე ასევე მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ. გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების მიზნით კომპანია ახორციელებს შემარბილებელ და  საკომპენსაციო ღონისძიებებს.  ყოველდღიურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

შუახევიჰესის პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატს ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად. „შუახევიჰესი” გამოიმუშავებს 450 გიგავატ.საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.

 

დღესვე, ილია ელოშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც იმყოფებოდა, სადაც  ადგილობრივ მოსახლოებას შეხვდა.  ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ  კირნათის, მარადიდის, აჭარისწყალისა და მირვეთის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისგან  „კირნათი ჰესის“, „ხელვაჩაური ჰესი1-ს“ და „ხელვაჩაური ჰესი2-ს“ მშენებლობის შესახებ  მოსაზრებები მოისმინა.

თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც სამ ჰესს მოიცავს - „კირნათი ჰესი“, „ხელვაჩაური ჰესი 1“ და „ხელვაჩაური ჰესი 2“.

„კირნათი ჰესი“ და „ხელვაჩაური ჰესი 1“ ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა, ხოლო კასკადში შემავალი მესამე ელექტროსადგურის პროექტის „ხელვაჩაური ჰესი 2“ - ის განხორციელება კომპანიამ 2015 წელს დაიწყო და 2018 წელს დაასრულებს.

ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრე 126 მგვტ-ს შეადგენს. კასკადი წლიურად 560 მლნ კვტ.საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved