ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსი
ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსი ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის, ამერიკის სამხედრო-საზღვაო სკოლისა (Naval Postgraduate school) და სსიპ სსსტც „დელტა“ს ორგანიზებით საქართველოში პირველად  იმართება. 

კურსი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის  უფროსმა გიორგი კიკნაძემ გახსნა.

ტრენინგს უძღვებიან ამერიკის სამხედრო-საზღვაო აკადემიის, ნატოს ენერგოუსაფრთხოების ცენტრის,  ბრითიშ პეტროლიუმის, საქართველოში ამერიკის საელჩოს და ლიტვის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ლექციებს  კითხულობენ სსსტც დელტას გენერალური დირექტორი,  ლიტვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და NATO-ს ტრანსფორმაციის დარგში მოკავშირეთა სარდლობის წარმომადგენელი.

2014 წლიდან საქართველო NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის (ENSEC COE) წევრია. NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში საქარათველოს „დელტა“ წარმოადგენს.
ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის  ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ენერგო-უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლება.  ამ მიზნით, პირველად 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ნატოს სკოლაში, გერმანიაში (ობერამერგაუში),ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსი, რასაც ესწრებოდნენ „დელტას“ წარმომადგენლები. იქვე გამოითქვა სურვილი ცენტრისა და ამერიკის-სამხედრო საზღვაო სკოლის მიერ, აღნიშნული კურსის საქართველოში ჩატარების შესახებ, რადგან საქართველოს გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი როლი აქვს ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის. 

ღონისძიება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ენერგეტიკული დერეფნის  მნიშვნელობას ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის.  კურსზე იმსჯელებენ კავკასიის რეგიონის ენერგო-უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზეც.

კურსზე სიტყვით გამოვლენ ენერგო-უსაფრთხოების საკითხებში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და მოხელეები. კურსში მონაწილეობენ საქართველოს სამინისტროები და სხვა საჯარო დაწესებულებები. ის ხაზს გაუსვამს საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ენერგო-უსაფრთხოების და ენერგოეფექტურობის მნიშვნელობას.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved