ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
სახლი - ელექტროენერგიის საფასურის გარეშე
ფინეთი დაეუფლა სახლების მშენებლობის ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც სრულიად უზრუნველყოფს საკუთარ ენერგომოთხოვნას.

ე.წ. "აქტიური სახლი" თვითონ აწარმოებს იმდენ ენერგიას, რამდენსაც ის მოიხმარს.  ზაფხულში გამომუშავებული ჭარბი ენერგია იყიდება ენერგოსისტემაში, რომლის მეშვეობითაც ზამთარში ხდება საჭირო მოცულობის ენერგიის შეძენა.

ჩრდილოეთ ფინეთშიც კი შეიძლება აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება. ჩრდილოეთის კლიმატი ქმნის პრობლემებს "აქტიური სახლების" მშენებლობისთვის. გრძელი, ბნელი და ცივი ზამთარი მოითხოვს, მშენებლობისას კარგად იყოს დაგეგმილი ენერგიის რეკუპერაციის სისტემების, თბოსაიზოლაციო მოწყობილობებისა და მაღალი ხარისხის ჰიდროსაიზოლაციო მასალების მონტაჟი.

მიუხედავად ყველაფრისა, "აქტიური სახლების" მშენებლობა შესაძლებელია ახალი სამშენებლო მასალების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ამ მიმართულებით მიმდინარე აქტიური კვლევითი სამუშაოების წყალობით. ამ მიმართულებით, მუშაობს ათობით უნივერსიტეტები მთელს მსოფლიოში, მათ შორისაა ფინეთის უნივერსიტეტიც.
პირველი ფინური ექსპერიმენტული სახლი არის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ დაპროექტებული.

სახლი - ელექტროსადგური
"აქტიური სახლი" აწარმოებს თავისთვის საჭირო ენერგიას გეოთერმული, ასევე მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებით. "აქტიური სახლი" სულაც არ გამოირჩევა სხვა შენობებისგან, რადგანაც ყველა საჭირო ტექნიკა შეიძლება ინტეგრირებული იქნას კონსტრუქციაში.

პროექტირება იწყება ადგილის შერჩევით, სადაც უნდა განხორციელდეს სახლის მშენებლობა. მაგალითად, მზის ენერგიის რეკუპაციისთვის ახლოს არ  უნდა იყოს დიდი რაოდენობით ხეები, ჩრდილი და ფანჯრები უმჯობესია განლაგდეს სამხრეთით.

ენერგიის მოხმარება მინიმუმამდეა დაყვანილი. 
ეფექტურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ენერგიის მოხმარება იქნეს დაყვანილი მინიმუმამდე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მცხოვრებმა უარი უნდა თქვას სახლის კეთილმოწყობაზე - "აქტიურ სახლში" შეიძლება იცხოვრო ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სახლში.

ენერგიის მოხმარება მცირდება ტექნიკური გადაწყვეტილებებით. სახლი არის აშენებული მაღალი სტანდარტის თბოსაიზოლაციო მასალების გამოყენებით. შექმნილია ძლიერი სავენტილაციო სისტემა, რომელიც დაკავშირებულია სითბოს მეორადი გადამუშავების სისტემასთან.

ეს ტექნოლოგია უკვე გამოიყენება
ფინეთში უკვე არსებობს "აქტიური სახლები" - ერთი ასეთი სახლი აშენებულია ქალაქ კუოპიოში, რომელიც არის ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. მეორე სახლი მდებარეობს იარვენპიააში, ჰელსინკთან ახლოს.

კუოპიოში არსებული სახლი - ეს არის სტუდენტური საცხოვრებელი, სადაც არის 47 ბინა. სახლი თავად აწარმოებს სამყოფ ენერგიას მზის პანელებისა და გეოთერმული გათბობის სისტემის გამოყენებით. 

მეორე სახლი, რომელიც მდებარეობს იარვენპიააში, აშენდა 2011 წელს. სახლში არის 44 ბინა, მოხუცი ადამიანებისთვის. სახლში მოქმედებს გეოთერმული გათბობის სისტემა. მზის ენერგია გამოიყენება როგორც ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის, ასევე ცხელწყალმომარაგების კუთხით. ლიფტების დამუხრუჭების ენერგიაც კი გამოიყენება ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად.

ბოლო გათვლებით, აღნიშნული სახლი უფრო მეტ ენერგიას აწარმოებს, ვიდრე თვითონ მოიხმარს.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved