ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
გამოქვეყნდა კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის მოხსენება

შვედეთის დედაქალაქში ერთკვირიანი დებატების შემდეგ, საბოლოოდ დაიდო კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის მოხსენება. დედამიწაზე გლობალური ტემპერატურის მატება 1950–იანი წლებიდან მოყოლებული, უკვე ეჭვგარეშეა.

1950 წლიდან მოყოლებული, ყოველი ათწლეული უფრო და უფრო თბილი იყო. ეს უპრეცენდენტო მოვლენაა 1850 წლიდან (როდესაც დაიწყო ტემპერატურის რეგულარული გაზომვები) და დიდი ალბათობით ბოლო 1 400 წლის განმავლობაშიც.

მოხსენების მიხედვით, 1998 წლიდან, გლობალური ტემპერატურის მატების 15 წლიანი პაუზა მეტისმეტად მცირეა, რათა რაიმე სახის განზოგადება მოხდეს და შორსმიმავალი დასკვნები დაიდოს.

მეცნიერების აზრით, შემდეგ ათწლეულებში მსოფლიო ოკეანის დონე(ყინულოვანი საფარის დნობის გამო) უფრო სწრაფი ტემპებით დაიწყებს ზრდას, ვიდრე ბოლო ორმოც წელიწადში შეინიშნებოდა.

კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის პროგნოზის მიხედვით, მსოფლიო ტემპერატურა 1,5 გრადუსით მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ ძირითადში, მოხსენება 2007 წლის ანალოგიური დოკუმენტის შინაარს იმეორებს, მცირე შესწრებებით. მეცნიერებმა ტემპერატურის მატების პროგნოზი შეცვალეს და 2–5 გრადუსის ნაცვლად 1.5–4.5 გრადუსით მატების პროგნოზი აჩვენეს.

სხვა მასალები ამ თემაზე: http://www.energyplatform.ge/show_news.php?id_news=23

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved