ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის შვილობილი კომპანია შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგური“ 2016 წელს ახორციელებს შიდა ქართლის რეგიონში, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გორის ტელერადიო ანძის მიმდებარედ, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის „ქართლის“ მშენებლობას, რომლის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტრო ენერგია კი 88 მლნ კვტ.საათი.

აღნიშნულ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. 2013 წლის აგვისტოს დამონტაჟდა ქარის სიჩქარის და მიმართულების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა, რომლის 1 წლის მონაცემებზე დაყრდონით მომზადდა ქარის რესურსების შეფასების ანგარიში. ანგარიში წარმოადგინა ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნოორვეგიული კომპანია „MEVENTUS”- მა. ამასთანავე გაკეთდა ტურბინების განლაგების რამოდენიმე სქემა, საიდანაც შეირჩა ადგილისთვის ყველაზე ოპტიმალური ექვს ტურბინიანი სქემა.

დეტალური პროექტის მომზადებაში ჩაერთო ბელგიური საკონსულტაციო კომპანია „Tractebel Engineering”, რომლის მასშტაბებიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით ენერგო სფეროში. აღნიშნული საკითხი არც არის გასაკვირი, რადგან კომპანია წარმოადგენს გიგანტი კონცერნის „GDF Suez”-ის შვილობილს.

გარდა დეტალური პროექტის, „Tractebel Engineering”-ის მიერ მომზადდა სატენდერო დოკუმენტაციები ორ ლოტზე:

ლოტი 1 – ქარის ტურბინების შესყიდვა, ტრანსპორტირება, მონტაჟი და მონტაჟის შემდგომი მომსახურება.

ლოტი 2 – ელექტრო და სამშენებლო სამუშაოები.

სატენდერო დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა დაადასტურა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა, რომლის შესყიდვების პროცედურების და წესების შესაბამისად ჩატარდა ტენდერი ორივე ლოტზე.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა 2015 წელს აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან პროექტის ფინანსირების საკითხზე. ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, პროექტის საერთო ღირებულების 30 % შევსება უნდა მოხდეს სესხის ამღები ორგანიზაციისგან, ხოლო დარჩენილი 70 % კი მოხდება ბანკის მიერ გაცემული სესხის შევსებით.

სასესხო ხელშეკრულება გაფორმდება 2016 წლის პირველ კვარტალში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკსა და შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურს შორის“. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი კომპანიას პროექტის ფინანსირებისთვის გამოუყოფს 24 000 000 აშშ დოლარს.

ლოტი 1 ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ქარის ენერგიის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „VESTAS BENELUX B.V”, რომელიც კომპანიას მოაწვდი ექვს ტურბინას თითოელი დადგმული სიმძლავრით 3.45 მეგავატი.

ლოტი 2 ტენდერი დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინადდებების შეფასება.

სამუშაოების დაწყების სავარაუდო პერიოდია 2016 წლის მარტი და დასრულდება 2016 წლის სექტემბრის თვეში.

ქარის ელექტროსადგურის „ქართლი“ მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლებელია რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სადგურად დასახელდეს.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved