ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
კახა კალაძემ ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გამართა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებთან  და პროფესორ-მასწავლებლებთან საჯარო შეხვედრა გამართა. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების  ათვისება-  გამოყენებაზე,  საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობასა და მათ მიმდინარეობაზე, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე  და მომავალში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე. მინისტრმა ასევე დააათვალიერა პროექტები, რომლებიც სტუდენტებმა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობის ფონდის დაფინანსებით შეასრულეს. 

კახა კალაძის ინიციატივით სტუდენტებთან საჯარო  შეხვედრები  მომავალშიც გაგრძელდება. სტუდენტებს შეხვდებიან სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული შეხვედრების შედეგად სტუდენტები დეტალურად გაეცნობიან  კონკრეტული ენერგეტიკული კომპანიების საქმიანობას. 

2013 წლიდან  „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ სტუდენტებისათვის,  ქვესადგურის „ნავთლუღი-220“ ბაზაზე ფუნქციონირებს  სასწავლო ცენტრი, რომლის ტერიტორიაზეც მოწყობილია პოლიგონი და თანამედროვე ლაბორატორია.  სამუშაო გარემო მაქსიმალურად არის მიახლოებული იმ რეალურ გარემოსთან, სადაც კურსდამთავრებულებს შემდგომში მოუწევთ მუშაობა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, კომპანიაში სწავლების კურსი გაიარა 60 სტუდენტმა, აქედან 95% კი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“–ში დასაქმდა. 
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved