ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
თბილისი “ჰიდროტექ საქართველოს” საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “ჰიდროტექ საქართველოს” საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. 

“მოგეხსენებათ საქართველოს ენერგეტიკა  ბოლო წლებია განსაკუთრებული ყურადღების და ინტერესის ცენტრშია. ჩვენს დარგში განხორციელებული ინვესტიციების წილი  ქვეყნის ეკონომიკაში გამოკვეთილად მნიშვნელოვანია.

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებასთან ერთად, არის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რაშიც მოიაზრება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება.

ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო, რომელიც განვითარების გზაზეა უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ენერგოპროექტების განხორციელბას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას
ჩვენთვის, ასევე მნშვნელოვანია, წამყვან კომპანიებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათი ჩართულობა საქართველოში მიმდინარე ენერგო პროექტებში და გამოცდილების გაზიარება, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
მინდა მადლობა გადავუხადო კონფერენციის ორგანიზატორებს და აღვნიშნო, რომ მსგავსი ღონისძიებები შესაძლებელს ხდის პირდაპირი ურთიერთობი დამყარდეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ სახვადასხვა ორგანიზაციებსა და  კომპანიებს შორის, რასაც მივესალმებით და მხარს ვუჭერთ.

ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა დ საფუძველს ჩაუყრის ახალი ურთიერთობების პერსპექტივებს.“  - განაცხადა კახა კალაძემ.

Green World Conferences-ის ეგიდით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით , 5-6 ნოემბერს თბილისი მასპინძლობს “ჰიდროტექ საქართველოს” რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას.
კონფერენციაზე ისაუბრებენ ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროების, ინვესტიციების მოზიდვის,  საერთაშორისო პროექტებისა და  საქართველოში საკანონმდებლო რეგულირების საკითხების შესახებ.

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დარგის ინვესტორები, ჰიდროეელექტროსადგურების მფლობელი კომპანიები,   საკონსულტაციო კომპანიები  და იურისტები.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved