ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო სექტორი ენერგეტიკაა

2013 წლის 6 თვის მონაცემებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკის სექტორს უკავია. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში სულ 459 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. აქედან, ენერგეტიკაში 108,1 მლნ აშშ დოლარი ჩაიდო, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29%-ია. 
როგორც ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, ენერგეტიკის მიმართ ინვესტორების დაინტერესება მუდმივად იზრდება, რაც სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშიც აისახა.
სამინისტრომ სექტორში მოქმედი და პოტენციური ინვესტორებისთვის ახალი რეგულაციები შეიმუშავა, რომლის მიხედვით, სამინისტრო ინვესტორებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის და ინვესტორებს მოქნილ წესებს სთავაზობს, რაც ენერგეტიკაში საინვესტიციო გარემოს გაამჯობესებს და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved