ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საქართველომ ქვეყნის გადამცემი ქსელის ათწლიანი განვითარების გეგმა შეიმუშავა
ვიცე-პრერმიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ  სულხან ზუმბურიძემ,  საქართველოს მთავრობის წევრებს, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს, დარგის ინვესტორებს, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზიებს,  საქართველოს გადამცემი ქსელის ათწლიანი განვითარების გეგმა წარუდგინეს.

საქართველოს გადამცემი ქსელის ათწლიანი განვითარების გეგმა წარმოადგენს ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერების დროში გაწერილი პროგრამას, რომელიც ელექტროგადამცემ ქსელში არსებული პრობლემების გამოსასწორებლად და მომავალი გამოწვევების საპასუხოდ ხორციელდება. 

ათწლიანი გეგმის მიზანია, განავითაროს ეკონომიკურად მდგრადი, საიმედო და ეფექტური ელექტროგადამცემი სისტემა, რომელიც ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობას და მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებას ენერგოსისტემის ნებისმიერი ელემენტის დაზიანების მიუხედავად უზრუნველყოფს. აღნიშნული პროექტის დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის ხარისხის ამაღლებას, ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლას და უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციისათვის საკმარის გამტარუნარიანობას.

საქართველოს გადამცემი ქსელის ათწლიანი განვითარების გეგმა წარმოადგენს ევროპული გაერთიანებული ენერგოსისტემის ENTSO-E განვითარების ათწლიან გეგმასთან ინტეგრირებისთვის მზაობას, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. გეგმაში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალი და საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა მნიშვნელოვანი სატრანზიტო ენერგეტიკული კვანძი გახდეს.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved