ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება/მიწოდების სცენარები
ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება/მიწოდების სცენარები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სულ 6 სცენარია შემოთავაზებული. 

სცენარი 1 - ქვეყნის მოხმარების 3%-იანი ზრდა - რომლის დროსაც 2020 წლისთვის ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 19.51 მლრდ კვტ.სთ იქნება, აქედან 17.76 მლრდ კვტ.სთ უნდა გამოიმუშავოს უკვე არსებულმა და დაგეგმილმა ჰიდროელექტროსადგურებმა. 2030 წლისთვის, ელექტროენერგიის ჯამური წარმოება 26.89 მლრდ კვტ.სთ-მდე გაიზრდება, საიდანაც 24.4 მლრდ კვტ.სთ იქნება ჰიდროელექტროსადგურების, ხოლო 2.5 მლრდ კვტ.სთ თბოელექტროსადგურების წილი.
ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იანი ზრდის შემთხვევაში, 2020 წლისთვის ქვეყნის მოხმარება იქნება 12.11 მლრდ კვტ.სთ, ხოლო 2030 წლისთვის  - 16.27 მლრდ კვტ.სთ.
სცენარი 1-ის მიხედვით, 2020 წლისთვის ელექტროენერგიის იმპორტი სრულიად იქნება აღმოფხვრილი, ხოლო ექსპორტი 2020 წელს იქნება 3.29 მლრდ კვტ.სთ, ხოლო 2030 წელს 9.56 მლრდ. კვტ.სთ.

სცენარი 2 - ქვეყნის მოხმარების 5%-იანი ზრდა - რომლის დროსაც 2020 წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება 17.49 მლრდ კვტ.სთ-მდე გაიზრდება, საიდანაც 13.95 მლრდ კვტ.სთ იქნება ჰიდროელექტროსადგურების წილი.
ამ სცენარის მიხედვით 2030 წლისწთვის წარმოება უნდა გაიზარდოს 37.67 მლრდ კვტ.სთ-მდე. 2030 წლისთვის ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება იქნება 33.88 მლრდ კვტ.სთ, ხოლო თბოსადგურების გამომუშავება 3.79 მლრდ კვტ.სთ.
ელექტროენერგიის მოხმარების 5%-იანი ზრდის შემთხვევაში, 2020 წლისთვის ქვეყნის მოხმარება იქნება 13,33 მლრდ კვტ.სთ ,  ხოლო 2030 წლისთვის მოხმარება გაიზრდება 21.71 მლრდ კვტ.სთ-მდე. 
2020 წლისთვის შესაძლებელი იქნება 3.48 მლრდ კვტ.სთ-ის, ხოლო 2030 წლისთვის 15.05 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტი.

სცენარი 3 - ქვეყნის მოხმარების 3%-იანი ზრდა, შეზღუდული ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის იმპორტით: 
აღნიშნული სცენარით, 2020 წლისთვის ჯამური გამომუშავება იქნება 20.47 მლრდ კვტ.სთ, ხოლო 2030 წლისთვის ეს ციფრი გაიზრდება 34.79 მლრდ კვტ.სთ-მდე. 
2020-2030 წლებში ელექტროენერგიის გამომუშავების უდიდესი ნაწილი 19.88 მლრდ კვტ.სთ და 33.38 მლრდ კვტ.სთ-ის გამომუშავება მოხდება ჰიდროელექტროსადგურების მიერ. 
აღსანიშნავია, რომ ამ სცენარის მიხედვით, 2020 წლისთვის ელექტროენერგიის ექსპორტი იქნება 8.88 მლრდ კვტ.სთ, ხოლო 2030 წლისთვის ექსპორტი გაიზრდება 17.15 მლრდ კვტ.სთ-მდე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სცენარის გათვალისწინებით, 2018 წლიდან ელექტროენერგიის იმპორტი სრულიად იქნება აღმოფხვრილი.

სცენარი 4 - ქვეყნის მოხმარების 5%-იანი ზრდა შეზღუდული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის იმპორტით:
ამ შემთხვევაში, 2020-2030 წლებში გამომუშავბა გაიზრდება 28.32 და 46.64 მლრდ კვტ.სთ-მდე. ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდა მოხდება პოტენციური ჰიდროპროექტების განხორციელების ხარჯზე. 
2020 წელს ექსპორტი 13.87 მლრდ. კვტ.სთ იქნება, ხოლო 2030 წელს ელ.ენერგიის ექსპორტი გაიზრდება 23.08 მლრდ კვტ.სთ-მდე.
რაც შეეხება ელ.ენერგიის მოხმარებას, ეს ციფრი 13.33-დან 21.71 მლრდ კვტ.სთ-მდე გაიზრდება.

სცენარი 5 - ქვეყნის მოხმარების 3%-იანი ზრდა ენერგოეფექტური ღონისძიებების (მოხმარების 20 %- იანი შემცირება) და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებით:
აღსანიშნავია, რომ სცენარი - 5-ის მიხედვით, 2020-2030 წლებში ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის 100% იქნება ჰიდროელექტროსადგურებების მიერ გამომუშავებული ელ.ენერგია.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების შედეგად ქვეყნის მოხმარება 2020 წელს იქნება 9.68 მლრდ კვტ.სთ, ხოლო 2030 წელს - 13.02 მლრდ კვტ.სთ.
რაც შეეხება ექსპორტს, აღნიშნული სცენარით 2020 წელს შევძლებთ 13.71 მლრდ კვტ.სთ-ის, ხოლო 2030 წელს 21.09 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელებას. სცენარი 5-ის მიხედვითაც ელ.ენერგიის იმპორტი 2018 წელს სრულიად იქნება აღმფხვრილი.

სცენარი 6 - ქვეყნის მოხმარების 5%-იანი ზრდა ენერგოეფექტური ღონისძიებების (მოხმარების 20 %-იანი შემცირება) და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებით - რომლის მიხედვითაც, 2020 წლისთვის ქვეყანაში ელ.ენერგიის წამროება იქნება 15.15 მლრდ კვტ.სთ, ხოლო 2030 წელს 50.51 მლრდ კვტ.სთ. 
2021 წლიდან ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის 100% იქნება ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელ.ენერგია.
აღნიშნული სცენარით ელექტროენერგიის ექსპორტი პერმანენტულად იზრდება, 2020 წელს - 3.88 მლრდ კვტ.სთ-დან - 2030 წელს 31.15 მლრდ კვტ.სთ-მდე.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში ელექტროენერგიას აწარმოებს 64 ჰიდროელექტროსადგური და 3 თბოელექტროსადგური.
არსებული ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 2791.96 მგვტ შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 8,806 მლრდ კვტ.სთ-ს.
რაც შეეხება თბოელექტროსადგურებს, მათი დადგმული სიმძლავრე 682 მგვტ-ია (239 მგვტ გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურისა 13 მგვტ სიმძლავრის ქვანახშირის თბოსადგურის ჩაღთვლით ჯამური სიმძლავრე 934 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება - 6,69 მლრდ კვტ.სთ), ხოლო წლიური გამომუშავება 5,01 მლრდ კვტ.სთ.

ამ დროისთვის, მშენებლობის ეტაპზეა 496.45 მგვტ-ის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტები. ნებართვის ეტაპზე არსებული პროექტების ჯამური სიმძლავრე 1881 მგვტ-ს შეადგენს, ხოლო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა 1838 მგვტ სიმძლავრის პროექტები. 
ასევე, არსებობს 5500 მგვტ-ის სხვა პოტენციალი (განახლებადი რესურსი), ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტები (განახლებადი რესურსი) ექსპლუატაციაში 2018 წლიდან შევა.


ბაჩანა ფიფია

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved