ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური გაიხსნა
ენერგეტიკაში 230 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. პროექტი საქართველოს საპარტნიორო ფონდმა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ერთობლივად განახორციელეს. პროექტის განხოცრიელებისათვის დაახლოებით დახარჯულია 230 მლნ აშშ დოლარი. თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს და მისი მშენებლობა უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ - ÇALIK ENERJİ-მ განახორციელა.

 "მოგეხსენებათ საქართველოს ენერგეტიკა  ბოლო წლებია განსაკუთრებული ყურადღების და ინტერესის ცენტრშია. ჩვენს დარგში განხორციელებული ინვესტიციების წილი  ქვეყნის ეკონომიკაში გამოკვეთილად მნიშვნელოვანია.  გვაქვს შორსმიმავალი გეგმები  და, რაც მთავარია, ჩვენი სექტორი არის საფუძველი”” - საძირკველი იმ საერთო საქმის, იმ სახელმწიფო ინტერესის და ვალდებულების - რასაც ქვია ქვეყნის განვითარება, წინსვლა და პროგრესი. ჩვენ მივდივართ თანამედროვე, უზრუნველყოფილი ქვეყნის შენების ურთულეს გზაზე. ეკონომიკურად მძლავრი ქვეყანა არის თითოეული ჩვენი მოქალაქის,  თითოეული ოჯახის სიძლიერის მაჩვენებელი და გარანტი.

 და მე ყველა ჩემი კოლეგის, მთელი სექტორის სახელით  ამაყი ვარ, რომ  ჩვენი წილი წვლილი შეგვაქვს მიზნის რეალიზაციაში.

 დღეს,   კიდევ ერთ მნიშვნელოვან  პროექტს შევმატებთ საერთო საქმეს - ქვეყნის განვითარების  საერთო საქმეს!

 დღევანდელი ჩვენი შეკრების საბაბი არის აგრეთვე  დასტური და ნათელი მაგალითი  საქართველოს და თურქეთის მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობის, ჩვენი საერთო ეკონომიკური და რეგიონული ინტერესების,   ჩვენი ქვეყნების იდენტური სწრაფვის  საერთო მიზნისკენ ! - პროგრესისკენ !
 საქართველოში უნდა მოხდეს და  უკვე ეტაპობრივად მიმდინარეობს  ენერგო რესურსების რაციონალური ათვისება.  ჩვენ უნდა გვქონდეს განვითარებული და დივერსიფიცირებული ენერგოსექტორი და თანამედროვე და საიმედო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო, რომელიც განვითარების გზაზეა უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი პროექტების განხორციელებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და  შედეგად სოციალური ფონის მკვეთრ გაუმჯობესებას.

 კონკრეტულად დღევანდელი  შეხვედრის შესახებ - ეს არის  237 მგვტ. დადგმული სიმძლავრის პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც გახლავთ,  ბოლო წლებში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგოპროექტი -  საპარტნიორო ფონდის,  გაზის და ნავთობის კორპორაციასა და თურქულ კომპანია, ჩალიკ ენერჯის მიერ.

 ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარებისა და საიმედო ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია გარანტირებული სიმძლავრის დამატებითი წყაროების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გარდაბნის კომბინირებული თბოელექტროსადგური, რომელიც ერთი მილიარდ ექვსასი მილიონი  კილოვატ საათით გაზრდის ქვეყნის შიგნით  გენერაციას.

 ჩვენი ქვეყანა ისწრაფვის დამოუკიდებელი ენერგოპოლიტიკა აწარმოოს, ჩვენ- ჩვენი რეგიონული, სტრატეგიული და პარტნიორული ასპექტების გათვალისწინებით გვაქვს რეალური საფუძველი, ვიყოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე  საერთაშორისო ენერგეტიკულ ურთიერთობებში.

 ამიტომ თითოეული მსგავსი სიახლე, თითოეული განხორციელებული ინვესტიცია სექტორში გვაახლოებს  ამ მიზანთან. ყველას ვუსურვებ წარმატებას, ნაყოფიერ შრომას და წინსვლას ჩანაფიქრების განხორციელებაში."- განაცხადა ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ .
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved