ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
"ენგურჰესმა” პირველი კარბონ კრედიტები გაყიდა
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ოპერატორმა კომპანიამ შპს ”ენგურჰესმა” პირველი კარბონ კრედიტების გაყიდვა დაასრულა. როგორც EBRD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს გარიგება წარმოადგენს წლების მანძილზე განხორციელებული ინვესტიციების დაგვირგვინებას, რამაც 2012 წლის ბოლოს კიოტოს პროტოკოლის სუფთა განვითარების მექანიზმის ფარგლებში პროექტის დარეგისტრირება გამოიწვია. ამ ტრანზაქციის ფინანსური მხარის აღსრულება რთულ საბაზრო პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა ენგურჰესისათვის, რომელსაც ახლა შეუძლია მიიღოს დამატებითი ფინანსური სარგებელი ემისიების შემცირების გაყიდვების გზით.   

გარიგებას მხარს უჭერდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ნახშირბადის პროექტისა და აქტივების განვითარების პროგრამის ფარგლებში ტექნიკური დახმარების გზით, რაც გულისხმობდა ენგურჰესის გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და ემისიის შემცირების ვერიფიკაციას 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის აგვისტომდე. შედეგად, ენგურჰესმა 400 000-ზე მეტი კარბო კრედიტი აწარმოა და მიყიდა ნორვეგიულ საწარმო სტატკრაფტს.

ამ გარიგებაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველად მოხდება ნახშირბადის პროექტის განვითარების ციკლის დასრულების ხარჯების ნაწილის ანაზღაურება CPADF–ის ფარგლებში. ხარჯების კომპენსაცია დაკავშირებულია ნახშირბადის კრედიტების წარმატებით გაყიდვასთან. ამგვარად, EBRD იღებს ნახშირბადის პროექტის განვითარების რისკს. ამ პროცესში, ბანკს სურს გაზარდოს თავისი კლიენტების მონაწილეობა ნახშირბადის გლობალურ ბაზარზე. 

EBRD -იმ დააფინანსა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია, რომელიც ამჟამად საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 40%-ს გამოიმუშავებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ჰიდროელექტროსადგურის მთლიანი სიმძლავრე 10-15%-მდე გაიზარდა, რამაც საგრძნობლად შეამცირა ემისია. შემცირებულმა ემისიამ ნაწილობრივ მოახდინა თბილისში ჩატარებული ბანკის 2015 წლის  ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის გარემოსდაცვითი შედეგების კომპენსირებაც. შეხვედრა ახლახანს ოფიციალურად გამოცხადდა კარბონ ნეიტრალურ ღონისძიებად. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში ყველაზე დიდი ინსტიტუციური ინვესტორია 2.5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიციით 184 პროექტში. ქართული ეკონომიკის მრავალ სფეროში განხორციელებული ინვესტიციების გარდა, ბანკი უზრუნველყოფს საკონსულტაციო სერვისებს და მუშაობს საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაზე.

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved