ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
სოფელი კაწალხევის ელექტროფიცირება განხორციელდა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, მცხეთა-მთაინეთის მხარის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და დუშეთის  მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა,  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაწალხევში ახლადაშენებული ელექტროგამანაწილებელ ქსელი დაათვალიერეს.

სოფელ კაწალხევში მცხოვრები 21 ოჯახი, რომლებსაც 20 წელზე მეტია ელექტროენერგია  არ მიეწოდებათ, დღეიდან  ელქეტროენერგიას მოიხმარენ.

სოფელი კალწახევის ელექტროფიცირებისათვის აშენდა 4 კმ სიგრძის 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 1 ერთეული 63 კვა სატარნსფორმატორო ქვესადგური, აშენდა 3,67 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელი და განხორციელდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. საპროექტო  სამუშაოები შპს „ჰიდრომ“, ხოლო სამშენებლო სამუშაოები შპს „რედკომ“ შეასრულა. განხორციელებულ სამუშაოებზე 157  ათასი ლარი დაიხარჯა.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან, საქართველოს მასშტაბით, დეტალურად იქნა შესწავლილი უშუქო სოფლებში არსებული მდგომარეობა და დაიწყო უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროცესი. საქართველოს მასშტაბოთ 28 უშუქო სოფლიდან, ამ დროისათვის ელექტროენერგია უკვე მიეწოდება 22 სოფელს. წლის ბოლომდე კიდევ 6 სოფელის მოსახლეობა მიიღებს ელექტროენერგიას. ესენია: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლელუბანი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი შროშა (ექსეულიძეების უბანი) და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლები ხაჩიში, მანანაური, ცხუმალდი და ბავარი.

„სინათლე ყველა სოფელს“ პროექტის განსაცორციელებლად საქართველოს მთავრობამ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მლნ 702 ათასი , ხოლო 2014 წლის ბიუჯეტიდან 6 მლნ  500 ათასი ლარი გამოყო.
 
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დასრულებულია ასევე 4 სოფლის ელექტროფიკაცია. სამუშაოებზე 400 ათასი დოლარი დაიხარჯა. ეს სოფლებია: დმანისის მუნიციპალიტეტი -სოფელი-მამიშლარი, ქარელის მუნიციპალიტეტი-სოფელი იმერხევი, ახმეტის მუნიციპალიტეტი-სოფელი ჭართალა, დუშეთის მუნიციპალიტეტი -სოფელი შატილი.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved