ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
აბაშის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის გაზიფიცირება დაიწყო
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე,  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე და სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია  აბაშის მუნიციპალიტეტის  სოფელ მარანში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების: პირველი მაისის, გაუწყინარის, თხმელარის, მარანის, მარანჭალას და გუგუნაყათის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ახორცეიელებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფლების მარანის, მარანჭალას და გუგუნაყათის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. სამივე სოფლის გაზსადენის ჯამური სიგრძე 36452 გრძივი მეტრია.

განხორცილებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა აბაშის მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ  862 ოჯახს.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2015 წლის ბოლომდე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2015 წელს 14 მუნიციპალიტეტის 75   სოფლის გაზიფიცირების მიზნით ბიუჯეტიდან გამოიყო 20 მლნ ლარი. სოფლად მცხოვრები ათასობით ოჯახის გაზიფიცრების სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.

შეგახსენებთ:  ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე  შემცირდა.

ენერეგტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების  შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა  25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება.  მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved