ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ჰიდროელექტროსადგური „ხელედულა 3“ -ის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, ფლობის და ოპერირების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია “Anadolu Tasıt Ticaret A.S.”-ის ენერგეტიკული ჯგუფის კოორდინატორმა ტუგბან იზზეტ აქსოიმ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე ხელედულაზე „ხელედულა 3“ ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

„ხელედულა 3“ ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 51,43 მგვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 232,8 მლნ.კვტ.სთ. სავარაუდო ინვესტიცია 80 მლნ აშშ. დოლარს შეადგენს. 

მემორანდუმის თანახმად, კომპანიამ “Anadolu Tasıt Ticaret A.S.” 18 თვის განმავლობაში მდინარე ხელედულაზე უნდა ჩაატაროს სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მოამზადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და წარუდგინოს შედეგები საქართველოს მთავრობას, რის საფუძველზეც მთავრობა და კომპანია ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის თაობაზე. პროექტის განხორციელების შემთხვევაში 20 წლის განმავლობაში, ზამთრის თვეებში ჰიდროელექტროსადგურის წლიური გამომუშავების 20%-ის მიეწოდება საქართველოს ენერგოსისტემას შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად, წლის სხვა დანარჩენ პერიოდში კომპანია უფლებამოსილია მისი შეხედულებისამებრ მოახდინოს გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაცია, მათ შორის განახორციელოს  ექსპორტი.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved