ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს საქართველოს ენერგეტიკაში 300 მლნ ევრომდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ევროპისა  რეკონსტუქციის  და განვითრების ბანკის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარფლებში გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) ვიცე-პრეზიდენტს ევროპასა და აზიაში როლანდ სილერს და  საქართველოში  გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ორტვინ ჰენინგს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრა განიხილეს საქართველოში გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ დაფინანსებული ენერგეტიკული პროექტები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს საქართველოს ენერგეტიკაში 300 მლნ ევრომდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული, როგორც განახლებადი ენერგიების ათვისების , ასევე ელექტრო გადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა/რეაბილიტაციის მიმართულებით. მათ შორისაა   თურქეთთან დამაკაშირებელი 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის  და 500/400/220 კილოვოლტიანი ქვესადგური „ახალციხის“ პოექტი.

ამ ეტაპზე , KFW-ს დაფინანსებით საქართველოში მიმდინარეობს „ჯვარი-ხორგას“ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 500-220 კილოვოლტიან მაღალი ძაბვის ქვესადგურისა და 220 და 500 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ხაზების მშენებლობას. 
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved