ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
შუახევიჰესის პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ინდოეთის უდიდესი ინტეგრირებული ენერგოკომპანიის „TATA POWER“–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანილ სარდანამ , „Clean Energy Invest”-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბარდ მიკელსენმა , ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ ბრანზეგმა,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ელექტროენერგიისა და ენერგორესურსების განყოფილების დირექტორმა ნანდიტა პარშადმა, IFC -ის  ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის რეგიონულმა ხელმძღვანელმა  ევროპის  ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ვებკე შლომერმა ,  აზიის განვითარების ბანკის (ADB)   კერძო სექტორის პროექტების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ  მაიკლ ბაროუმ   ხელი მოაწერეს ,,შუახევიჰესის’’ პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებისა და საქართველოს მთავრობასთან მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ პირდაპირ ხელშეკრულებას.

ხელმოწერის ცერემონიალს  დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

,,შუახევიჰესის’’ პროექტი საქართველოს ენერგოსისტემაში ყველაზე დიდი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტია ჯამური ღირებულებით 400 მლნ აშშ დოლარი.

,,შუახევიჰესის“ პროექტი საქართველოში პირველი კერძო საინვესტიციო პროექტია საერთაშორისო დაფინანსებით. პროექტის განხორციელების  მიზნით IFC-მ 250 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიზიდა. ამ ინვესტიციიდან 90 მლნ. აშშ დოლარი აზიის განვითარების ბანკმა (ADB), 90 მლნ. აშშ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), ხოლო 70 მლნ. აშშ დოლარი IFC-მ გამოყო.

,,შუახევიჰესის’’ მშენებლობის პროექტს ინდურ Tata Power-სა და  -ს ნორვეგიულ Clean Energy Invest-ის მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმო   ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს. 

შუახევიჰესის პროექტის ფარლებში დასაქმებულია 600 საქართველოს მოქალაქე.პროექტის დასრულების შემდგომ კომპანია ყოველწლიურად მილიონობით ლარს შეიტანს ადგილობრივ  მიუჯეტში (მოგების გადასახადი - 10%), რაც პირდაპირ აისახება და გააუმჯობესებს აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას.

,,აჭარისწყალი ჯორჯია“  თავისი საქმიანობით ამკვიდრებს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს. კომპანიას ყოველდღიურად შეაქვს თვისი წვლილი რეგიონის გრძელვადიანი  განვითარების საქმეში. ,,შუახევიჰესის“პროექტის ფაგლებში კომპანიას სოციალური პროექტებისთვის გამოყოფილი აქვს 6 000 000 ლარი, რომელიც დაიხარჯება ადგილობრივი მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განსაზღვრულ პრიორიტეტულ სოციალური პროექტებზე. 

,,შუახევიჰესის“ სამშენებლო სამუშაოები დასრულდება 2016 წლის შემოდგომაზე და საქართველოს შემატებს 187 მგვტ. ჯამურ დადგმულ სიმძლავრეს.
,,შუახევიჰესის’’ პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატს ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად. შუახევიჰესი გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved