ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენერგეტიკის სამინისტრომ 2015 წლის გეგმა წარმოადგინა
2015 წელს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრიორიტეტად რჩება მოსახლეობისთვის ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ჰიდრო რესურსების რაციონალური ათვისება, ელექტროგადამცემი ხაზებისა და მაგისტრალების რეაბილიტაცია და სატრაზინტო ინფრასტრუქტურის განვითარება. სამუშაოები ამ მიმართულებით  წელსაც არ შეწყდება.  

ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების საკითხი რჩება. 2015 წლისთვის ბუნებირვი აირის ქსელში ჩართვება ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფელი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე  გამოიყო 19 მლნ ლარი. 

მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის გაზიფიცრების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტმა გამოყო 20 მლნ ლარი. სოფლების გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად განახორციელებს. წელსვე დასრულდება უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროექტი - „სინათლე ყველა სოფელს“ . უკვე ელექტროფიცირდა 22  სოფელი. მიმდინარეობს სამუშაოები და უახლოეს მომავალში ელექტროენერგიით სარგებლობას შეძლებს დამატებით 6 სოფელი. პროექტისათვის სახელმწიფო ბოუჯეტიდან გამოიყო 6,5 მლნ ლარი.

ენერგო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აქტიურად გრძელდება ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. წელს ენერგეტიკული კომპანიები ქსელის რეაბილიტაციაზე 74 მლნ ლარს დახარჯავენ. 40 მლნ ლარი დაიხარჯება ახალი აბონენტების ბუნებირვი აირის ქსელში ჩართვასა და გაზსადენების რეაბილიტაციაზე.

ექსპლუატაციაში შედის გარდაბნის თბო ელექტრო სადგური, რომელის საინვესტიციო ღირებულებაც 220 მლნ აშშ დოლარია. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, საერთაშორისო ფინანსური ინსიტიტურების დახმარებით ახორციელებს „რეგიონალური ელექტრო გადაცემის გაუმჯობესების პროექტს“ (ADB); „საქართველოს ელექტროგადამცემის ქსელის გაუმჯობესების პროექტსა“ (WB) და „ელექტროგადამცემი ინფრასტურქტურის რეაბილიტაციის პრეოქტს“ (USAID); აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის წელს 115 მლნ ლარამდე დაიხარჯება. 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდთან ერთად დაიწყო საქართველოს მდინარეების ჰიდრო პოტენციალის შესწვალა. რადგან ჰიდრო რესურსების აქტიური გამოყენება  ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  პირველ ეტაპზე ფონდი შეისწავლის რიონის წყალშემკრები აუზის პოტენციალს.  მიმდინარეობს 14 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. წელს დაგეგმილია „დარიალ ჰესის“, „ფშაველა ჰესისა“ და „ნაბეღლკავს ჰესის“ ექსპლუტაციაში გაშვება  საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდი ასევე ახორციელებს ქარის ელქტრო სადგურისა და „ნამახვან ჰესის“ მშენებლობისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს. პროექტები ჯამურად წელს 12 მლნ ლარის ინვესტიციას მოიცავს. 2015 წელს მხოლოდ ჰესების ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევებსა და მშენებლობებისათვის 400 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. 

"ეს არ არის მხოლოდ ციფრები.  ენერგეტიკის სამინისტროს პრიორიტეტად კვლავაც მოსახლეობის ინტერესები რჩება და ამას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებიც ადასტურებს. ეს ყველაფერი იმისთვის რომ 2015 წელს ენერგეტიკის სექტორმა გამართულად იმუშავოს და მოსახელეობას ენერგოდეფიციტი არ შეექმნას", - აცხადებენ სამინისტროში. 

წყარო: PIA.GE
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved