ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და  საქართველოს  და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი - საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტის დასრულების აღსანიშნავად,  მაგისტრალური გაზსადენის  „ქუთაისი-აბაშის“ 700მმ დიამეტრის 47კმ-იანი მონაკვეთის მე-17 კილომეტრზე მილსადენის გამწმენდ და სადიაგნოსტიკო მოწყობილობა დაათვალიერეს.

ვიცე-პრემიერი/ენერეგტიკის მინისტრი კახა კალაძე იქ შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.

‘“ჩვენ  შევიკრიბეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ექსპანსია/გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით.

ეს პროექტი ხელს უწყობს უსაფრთხო ენერგო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავისმხრივ  მთელს დასავლეთ საქართველოს უზრუნველყოფს სტაბილური ბუნებრივი გაზით.  ახალი მილსადენი აგრეთვე გაზრდის  გაზგამტარიანობას.

პროექტის დაფინანსება საკმაოდ მოცულობითია და საერთო ჯამში 62  მილიონი დოლარი დაიხარჯა.“  - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით , საქართველო  გადის განვითარების ურთულეს ფაზებს,  ეკონომიკა, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, ენერგეტიკა თუ ჯანდაცვა ითხოვს განახლებას, თანამედროვე სტანდარტებზე ადაპტირებას და ქვეყანაში  სტაბილური ბიზნესის და საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფას.

აშშ-ის მთავრობის ინიციატივით „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ“ (USAID) მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ე.წ. „ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის” ფარგლებში „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ 62 მილიონი დოლარი 2010 წელს გამოუყო. ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა მიზანდ ისახავდა საქართველოს მთავრობისათვის ხელი შეეწყო  გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად.

„ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი” 2014 წლის ბოლოს დასრულდა და მის ფარგლებში სულ განხორციელდა 150 კმ-მდე სიგრძის 700 მმ დიამეტრის ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა. კერძოდ, აშენდა გაზსადენის სენაკი-ფოთის, აბაშა-სენაკის, ქუთაისი-აბაშის, ზესტაფონი-ქუთაისისა და გორი-ქარელის მონაკვეთები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად ამაღლდა მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ტექნოლოგიური საიმედოობა, გაიზარდა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500მმ დიამეტრის მილსადენები 700 მმ დიამეტრის მილსადენებით ჩანაცვლდა და ასევე, პროექტის რეალიზაცია ხელს უწყობს საქართველოს რეგიონების მოსახლეობის, საწარმოთა და შავი ზღვისპირა რეკრეაცული ზონის გაზმომარაგების გაზრდას.

აშშ-ის მთავრობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ საქართველოს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დახმარება გამოუყო. საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი კი USAID-ის მიერ დაფინანსებული 115 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროექტის ნაწილია. 
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved