ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსი
ელექტროენერგიის მოხმარება:
ელექტროენერგიის ბალანსის მონაცემებით, 2014 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ 10170.1 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2013 წლის იმავე პერიოდის მოხმარებას — 9690.21 მლნ.კვტ.სთ-ს.

ელექტროენერგიის ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ სადისტრიბუციო კომპანიები. 2014 წელს მათმა მოხმარებამ 8601 მლნ.კვტ.სთ შეადგინა (მოხმარების 85%), ხოლო პირდაპირმა მომხმარებლებმა 1553.7 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარეს (მოხმარების 15%).

საქართველოში ყველაზე დიდი სადისტრიბუციო კომპანია არის “ენერგო-პრო ჯორჯია”. ის ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარს და ასევე ყველაზე მეტ რეგიონსაც ემსახურება. “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ მომხმარებელზე ელექტროენერგიის მიწოდების საერთო მოცულობამ 2014 წელს 4400.3 მლნ.კვტ.სთ შეადგინა.
რაც შეეხება სს “თელასს”,  2014 წელს კომპანიის მიერ მომხმარებლებზე ელექტროენერგიის მიწოდებამ 2251.6 მლნ. კვტ.სთ შეადგინა.
კახეთის ენერგოდისტრიბუციამ 310.4 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგია მიაწოდა მომხმარებლებს.
აფხაზეთის მოხმარებამ 2014 წელს 1638.6 მლნ.კვტ.სთ შეადგინა.

გარდა სადისტრიბუციო კომპანიებისა, საქართველოში გამომუშავებულ ელექტროენერგიას მოიხმარენ პირდაპირი მომხმარებლებიც. ისინი სადისტრიბუციო კომპანიების გვერდის ავლით, უშუალოდ გამომუშავების წყაროდან იღებენ ელექტროენერგიას.

2014 წელს ელექტროენერგიის მიწოდებამ პირდაპირ მომხმარებლებზე 1553.7 მლნ. კვტ.სთ შეადგინა.

ექსპორტი:
2014 წელს ქვეყნიდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით 21.03%-ით გაიზარდა (+94.71 მლნ.კვტ.სთ-ით) და 545.1 მლნ.კვტ.სთ შეადგინა.
2014 წლის პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა ჩვენს მეზობელ ოთხივე ქვეყანაში.
რუსეთში ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 160.1 მლნ.კვტ.სთ.  თურქეთში – 236.5 მლნ.კვტ.სთ , აზერბაიჯანში – 8 მლნ. კვტ.სთ. ხოლო სომხეთში ექსპორტირებული იქნა 140.5 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგია.

იმპორტი:
63.87%-ით (309.19 მლნ.კვტ.სთ-ით) გაიზარდა იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა, 484.11 მლნ.კვტ.სთ-დან 793.3 მლნ.კვტ.სთ-მდე. 2014 წელს იმპორტის წილმა მოხმარებაში 8% და ექსპორტის წილმა გამომუშავებაში 5% შეადგინა.

2014 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
რუსეთიდან განხორციელდა   607.0 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი. აზერბაიჯანიდან – 184.2 მლნ.კვტ.სთ-ის. ხოლო, სომხეთიდან – 2.1 მლნ.კვტ.სთ.

ელექტროენერგიის გამომუშავება:
2014 წელს ელექტროენერგიის გამომუშავება 2013 წელთან შედარებით გაიზარდა 312.25 მლნ.კვტ.სთ-ით და 10371 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. გამომუშავების გაზრდა გამოიწვია ახალი ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლამ და ასევე, ბუნებრივი პირობების გამო შექმნილმა წყლის მატებამ.

2014 წლის მონაცემებით, გამომუშავებაში კვლავ მაღალია მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების წილი. მათ 5158,9 მლნ.კვტ.სთ გამოიმუშავეს, რაც წინა წლის მონაცემზე 4,3%-ით ნაკლებია.

2014 წელს მთლიანმა რესურსმა (გამომუშავება და იმპორტი) 11222.9 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. სასადგურე დანაკარგები დაფიქსირდა 217.4 მლნ.კვტ.სთ-ს ოდენობით და საბოლოოდ, ქსელში მიეწოდა 11005.5 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია.

ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება:
მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების  გამომუშავება წინა წელთან შედარებით შემცირდა 4,3%-ით, 5385.07 მლნ.კვტ.სთ-დან 5158.9 მლნ.კვტ.სთ-მდე. 5%-ით გაიზარდა სეზონური ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებაც 2557.13 მლნ.კვტ.სთ-დან 2682.7 მლნ.კვტ.სთ-მდე.

5%-ით გაიზარდა დერეგულირებული ჰესების გამომუშავება 328.84 მლნ.კვტ.სთ-დან 493.5 მლნ.კვტ.სთ-მდე.

ენგურჰესის მიერ 2014 წელს გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ (3331.9 მლნ.კვტ.სთ) მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების 64,6% და მთლიანი გამომუშავების 32,1% შეადგინა.

2014 წელს ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითადი წილი, 80.3% (8335.1 მლნ.კვტ.სთ) მოვიდა ჰიდრორესურსებზე. მათ შორის, მარეგულირებელი ჰიდროელექტრო-სადგურების წილმა—62% (5158.9 მლნ.კვტ.სთ), სეზონურმა—32% (2682.7 მლნ.კვტ.სთ), ხოლო დერეგულირებულმა ჰესებმა 6 % (493.5 მლნ.კვტ.სთ) შეადგინა.
ენგურჰესის ჯამურმა გამომუშავებამ 2014 წელს 3331.9 მლნ.კვტ.სთ, ჰიდროგენერაციის 40% შეადგინა.

2014 წელს 2013 წელთან შედარებით ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება გაიზარდა 64 მლნ. კვტ.სთ-ით 8335.1 მლნ.კვტ.სთ-მდე.

თბოსადგურების გამომუშავება:
ჰიდროელექტროსადგურების გარდა, 2014 წელს მუშაობდა სამი თბოსადგური: თბოსადგურების წილი გამომუშავებაში მაღალია იანვარ-აპრილისა და სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში. ჯამში, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით თბოსადგურების გამომუშავება გაიზარდა 14%-ით 2035.9 მლნ.კვტ.სთ-მდე.

“მტკვარი ენერგეტიკა” – გამოიმუშავა 1209.8 მლნ.კვტ.სთ, რამაც თბოსადგურების გამომუშავების 59,4%,  “თბილსრესი” – 781.4 მლნ.კვტ.სთ გამომუშავებით თბოგენერაციის 38,4% შეადგინა; “ჯიფაუერი” – გამოიმუშავა 44.7 მლნ.კვტ.სთ, რამაც თბოგენერაციის 2,2% შეადგინა.

2014 წელს თბოსადგურებმა გამოიმუშავეს 2035.9 მლნ.კვტ.სთ, რაც მთლიანი გენერციის 19.7%-ია.


ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაცია
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved