ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დვანს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება
სოფელი დვანი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. 

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის  სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი  ზაზა გულიაშვილი, საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე,  კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“  დირექტორი აზერ მამადოვი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების  ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დვანში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ.

ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული კომპანიების წამორმადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს, რის შემდეგაც გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ერთობლივი პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერეს  და  გაზქურა აანთეს. 

სოფელი დვანი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის მოეწყო 10 მეტრის დაბალი წნევის გაზსადენი , თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც დვანში მცხოვრები 380 დევნილი ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს.

პროექტის ფარგლებში  ქარელის  მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშოების მიმდიანრეობს  ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 10 სოფელში: ფცა, ქვემო შაქშაქეთი, ავლევი, კნოლები, ცერონისი, ჭვირნისი,კოდა,გულიკაანთ უბანი, ატოცი და აბანო. სულ გაზიფიცირდება 1 802 კომლი,  სამუშაოებზე დაიხარჯება 2 მლნ 300 ათას ლარზე მეტი.

საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე  სოფლების გაზიფიცირების სახელმიწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარის გამოიყო.  გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში. სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და 58 სოფლის 13,000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს. 
სოფლების მოსახლეობას სახლებში ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ.

გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ახორციელებს.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved