ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული ბალანსი შემუშავდა
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები  საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ.

2013 წელს ენერგეტიკის სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც მიღებულ იქნა ენერგეტიკის სტატისტიკის სამოქმედო გეგმა.  შესაბამისად საქსტატმა ენერგეტიკის სტა­ტის­ტი­კის განვითარებისა და სრულ­ყო­ფი­ლი, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ენერ­გეტიკული ბალანსის შემუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.  აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ოფიციალური ენერგეტიკული ბალანსი სტატისტიკის სამსახურის მიერ 2002 წელს მომზადდა და მას შემდეგ აღარ შემუშავებულა. 

ენერგეტიკული ბალანსის შემუშავება განაპირობა მომხარებელთა ფართო წრის მზარდმა დაინტერესებამ, ვინაიდან ის წარმოადგენს  ლოკალური თუ გლობალური პოლიტიკის დაგეგმვის საუკეთესო საშუალებას.
 ენერგეტიკული ბალანსის შემუშავების პროცესში , საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა  და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  აქტიურმა  თანამშრომლობამ   მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გა­მოკვლევის კითხვარებისა და მეთოდოლოგიის სრულყოფის თვალსაზრისით.
 სრულყოფილი ბალანსის წარმოების მიმართულებით, აღსანიშნავია, საერთა­შო­რისო თანამშრომლობა და ევროკავ­ში­რის პროგრამა ინოგეიტის მეთოდოლოგიური მხარ­­­დაჭერა, რამაც დიდი წვლილი შეიტანა აღნიშნული საქმის წარმატებით გან­ხორ­­­ციელებაში.
ახალი 2013 წლის ენერგეტიკული ბალანსი შედგენილია ენერგეტიკის საერთაშორისო საა­გენ­­ტოს რეკომენდაციების საფუძველზე და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტან­დარ­­ტებს.


2013 წლის ენერგეტიკული ბალანსი
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved