ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
„მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, საინვესტიციო  კომპანია „გალტ ენდ თაგარტმა“ (Galt & Taggart) და ავსტრიულმა კომპანია „RP Global“-მა ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს კერძო კომპანიებს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით.

საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ი, ავსტრიულ კომპანია RP Global-თან ერთად,  სპეციალურად შექმნილი კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ მეშვეობით, მდინარე მესტიაჭალაზე, 30 მეგავატიანი ჰესის მშენებლობას განახორციელებს. ეს იქნება არაკაშხალური ტიპის „მომდინარე წყალზე“ დადგმული ჰესი  რომელიც  წლიურად საშუალოდ 100 მლნ კვტ.სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
 
ჰესის მშენებლობა მნიშნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან მშენებლობის პროცესში შეიქმნება დამატებით სამუშაო ადგილები. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მხოლოდ ამ პროექტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონ ლარამდე თანხას მიიღებს ქონების გადასახადის სახით, რაც თავისმხრივ დამატებით შესაძლებლობებს მისცემს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. აღსანიშნავია, რომ მესტიაჭალას მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გაიყიდება როგორც ადგილობრივად, ასევე გავა ექსპორტზე. ზემო სვანეთის რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს მცირე ჰესების კუთხით, მესტიაჭალას გარდა, შესაძლებელია კიდევ რამდენიმე მსგავსი პროექტის განხორციელება. არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ის გარემოება, რომ მესტიაჭალა ჰესის მშენებლობა წარმოადგენს ე.წ. მწვანე ენერგიის განვითარების პროექტს (Gneen Field Project) და დადებითად აისახება გარემოზე ზემოქმედების კუთხითაც.

ჰესის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და პროექტის ძირითადი დიზაინი დასრულების სტადიაშია. მშენებლობა მდინარე მესტიაჭალაზე 2015 წლის გვიან გაზაფხულზე იგეგმება და 45 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება.

ავსტრიულ კომპანია RP Global-ს გაააჩნია ჰესებისა და ქარის ელექტოსადგურების მშენებლობის 30 წლიანი გამოცდილება. კომპანიას განხორციელებული აქვს 40-ზე მეტი პროექტი მსოფლიოს 8 ქვეყანაში, როგორც ევროპაში, ასევე სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში ჰესის მშენებლობაში RP Global-ი პირველად მონაწილეობს. კომპანია პროექტს  Galt & Taggart -თან ერთად ახორციელებს. RP Global–ს აქვს ინტერესი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მიმართ და პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved