ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
სოფელი სავანეთის გაზიფიცირება დასრულებულია
ვიცე–პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ სავანეთში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა.

მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ სოფელ სავანეთში  14 კილომეტრი   სიგრძის  საშუალო წნევის გაზსადენს ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 473  პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

სოფელ სავანეთთან ერთად დასრულდა სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში: ხიდისყური, ბალახაური, მუხრანა, ინჯაოღლუ (ზემო ბოლნისი), ჯაპალო. აღნიშნული სოფლების გაზიფიცირებისთვის   აშენდა 35 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი და  სოფლებში  მცხოვრები 1 213 აბონენტი უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით .

დღეისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში 8 125 აბონენტს უკვე მიეწოდება ბუნებრივი აირი.  ჯამში ქვემო ქართლის რეგიონში 1 000 კმ გაზსადენის მშენებლობის შეედეგად 25 000  აბონენტია გაზიფიცირებული.
1 ნოემბრიდან წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით,  ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე  შემცირდა.
ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების  შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა  25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება.  მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა. 
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved