ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
მცირე და საშუალო ზომის ჰესების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმადა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორმა ლარს ოერმანმა მცირე და საშუალო ზომის ჰესების განვითარების ხელშეწყობისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გამართეს  . ინვესტორები და მოწვეული სტუმრები დეტალურად გაეცნენ დაფინანსების შესაძლებლობებს, რომელსაც მათ  საქართველოს ბანკი თავაზობს, ქვეყანაში მცირე და საშუალო ზომის ჰესების მშენებლობისთვის.

საქართველოს ბანკსა და  გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის გაფორმებული 25 მლნ ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება, შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ ინვესტორს, ისარგებლოს გრძელვადიანი ფინანსური რესურსით ე.წ. განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელებისთვის – ძირითადად მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების აშენებისა და რეაბილიტაციისთვის. ხსენებული დაფინანსება ასევე გულისხმობს ძვირადღირებულ ტექნიკურ მხარდაჭერას, სრულიად უსასყიდლოდ. ტექნიკურ მხარდაჭერას განახორციელებს მსოფლიოში წამყვანი ავსტრიული კომპანია „Posh & Partners”-ი რომელიც გაუწევს მსესხებელს საკონსულტაციო მომსახურებას  როგორც მშენებლობის/რეაბილიტაციის დაწყებამდე, ასევე დაწყების შემდეგ.

საქართველოს ბანკს  ენერგეტიკის სექტორის დაფინანსების დიდი გამოცდილება აქვს. 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურების მთლიანი სესხების პორტფელის 8.1%-ი, ენერგეტიკის სექტორზე მოდის.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved