ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ახალი დროებითი მმართველი
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” თანამშრომლებს დროებითი მმართველის  თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი-ირაკლი გაბუნია გააცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელბა ეროვნულმა კომისიამ მიიღო და დასამტკიცებლად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა.

ირაკლი გაბუნია დაიბადა 1977 წელს. 2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2002-2007 წლებში მუშაობდა მთავარ ფინანსისტად სხვადასხვა კომპანიებში. 2007-2009 წლებში მუშაობდა "ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანიაში' ფინანსისტად და გენერალურ დირექტორად. 2009-2010 წელს იყო შპს "ქართლიგაზის" დირექტორი. 2010 წლიდან მუშაობს კომპანია ”სოკარ-ჯორჯია გაზის” დირექტორის მოადგილედ.

ყაზახურმა კომპანია „ყაზტრანსგაზმა“  თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილგაზი“ 12 მლნ 500 ათას აშშ დოლარად 2006 წელს შეიძინა. 2009 წლისთვის „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით,  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელბა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ დროებითი მმართველი დანიშნა.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved