ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
„ყაზბეგი ჰესი“
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, „ფერი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და შპს „ყაზბეგი ჰესი“ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლაშა იორდანიშვილი, მთავრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში , მდინარე ბროლისწყალზე  „ყაზბეგი ჰესის“ ექსპლუატაციაში გაშვების  ცერემონიალს დაესწრნენ.

„ყაზბეგი ჰესი“ ს  საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარი,  დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 30 მილიონ კლვტ საათია.

ჰიდროელექტროსადგურის  მშენებლობა 2013 წლის ნოემბერში დაიწყო. მშენებლობის პერიოდში, სხვადასხვა ეტაპებზე, დასაქმებულთა რაოდენობა 80  ადამიანს შეადგენდა, მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. ამჟამად, სადგურის პერსონალი 22  მუდმივ დაქირავებულ თანამშრომელს მოიცავს, რომელთა შორის  აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

შ.პ.ს ფერს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში  30 მლნ აშშ დოლარის ღირებულების  ინვესტიცია უკვე განხორციუელებული აქვს . ფერი -   „ხადორი 2 ჰესის“, „ლარსი ჰესის“ და „შილდა ჰესის“  მშენებელი კომპანიაა.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved