ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
შუახევიჰესი
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია Clean Energy Group-ის დირექტორმა პიტერ რეიმ „შუახევიჰესზე“ დასრულებული მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერეს. კომპანიამ მდინარე აჭარიწყალზე დაგეგმილი „შუახევიჰესის“ მშენებლობის დასაწყებად სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. კერძოდ, მოწერიგდა ობიექტთან მისასვლელი გზები და სხვა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა.

„შუახევიჰესის“ დადგმული სიმძლავრე 175 მეგავატს შეადგენს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. Clean Energy Group–ი პროექტს უმსხვილესი ინდური ტრასნაციონალური კომპანია „ტატა ჯგუფთან“ ერთად ახორციელებს. ნორვეგიელი და ინდოელი ინვესტორთა ჯგუფი მდინარე აჭარისწყალზე ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს, რომელთა საერთო ღირებულება 700 მილიონი აშშ დოლარია. კასკადის შემადგენლობაში იქნება - „შუახევიჰესი“, „კორომხეთიჰესი“, „ხერთვისიჰესი“ და „სხალთაჰესი“. თავდაპირველად კასკადის მშენებლობას Clean Energy Group –ი გეგმავდა, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება შედგა და „ტატა ჯგუფი“ პროექტის 40%–იან წილში შევიდა.

„ტატა ჯგუფის“ მენეჯმენტი საქართველოში ინვესტირებით მიმდინარე წლის თებერვალში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ დაინტერსდა.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved