ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
"ბახვი 3 ჰესი"
“ბახვი 3 ჰესი” წარმოადგენს საერთაშორისო ჰოლდინგების - “კუსტო ჯგუფის” და “სილქ როუდ ჯგუფის” პილოტ – პროექტს, რომელიც განხორციელდა  შპს “ბახვი ჰაიდრო პაუერ”-ის მიერ. “ბახვი 3 ჰესის” მშენებლობა 2011 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა “კუსტო ჯგუფის” და “სილქ როუდ ჯგუფის” მიერ ერთობლივად მოზიდული ინვესტიციებით, რომლის ოდენობამ 13,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჰესის ფინანსირება  “საქართველოს ბანკმა”  განახორციელა.

ჰესის დადგმული სიმძლავრე 9,8 მგვტ–ს შეადგენს, წლიური გამომუშავება 38 მილიონ კვ/სთ-ს. ზამთრის თვეების გამომუშავება მთლიანად საშინაო ბაზარს მოხმარდება, ხოლო დანარჩენი მოცულობა ექსპორტირებული იქნება  თურქეთის რესპუბლიკაში. 

“ბახვი 3 ჰესში” ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ჰესის მართვას და ოპერირებას 25 ადამიანი უზრუნველყოფს. 
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved