ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ს.ს. “ენერგო-პრო”
ენერგო-პრო ჯორჯია არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო. ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 469,25 მეგავატზე მეტს. ჰესების უმრავლესობა დასავლეთ საქართველოშია განლაგებული. კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის დაახლოვებით 860 000 აბონენტს. მათ შორის: დაახლოებით 820 ათას ოჯახსა და 40 ათას საწარმოსა და სახელმწიფო დაწესებულებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი საწარმოს ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვან გავლენას ახდებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. ჩვენს ყოველ თანამშრომელს, განსაკუთრებით კი იმათ ვისაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს აბონენტებთან უნდა ახსოვდეს, რომ ყოველი აბონენტისათვის გაწეულის მომსახურეობა უნდა იყოს მაღალ პროფესიულ დონეზე, როგორც ჩვენი საწარმოს აგრეთვე მომხმარებლის კანონიერი ინტერესების სრული დაცვით.

მიზანი:

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ეფექტური და სანდო ენერგიის წარმოება, რომელიც განაპირობებს ჩვენი აბონენტების უსაფრთხო, 24 საათიან უწყვეტ ენერგო მომარაგებას.

ხედვა:

ემსახურება რა საქართველოს მოსახლეობის 2/3, ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას. კარგი ფინანსური შედეგების მიღწევა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიან ზრდას და სასურველ შედეგებს მოიტანს როგორც აქციონერთათვის, ასევე მთელი ქართული საზოგადოებისთვის. 

მთავარი ღირებულებები

  • სანდოობა - ელექტროენერგიის სანდო მიმწოდებელი აბონენტებისთვის და პარტნიორებისთვის;
  • პასუხისმგებლობა - ენერგო სექტორის განვითარების ხელშეწყობა; კომპანიის საკუთრებაში არსებული გენერაციისა და დისტრიბუციის აქტივების შენარჩუნება, რეაბილიტაცია და უზრუნველჰყოფა;
  • სამართლებრივი პასუხისმგებლობა - საქმისწარმოება ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ექსპერტიზა - უზრუნველვჰყოთ პერსონალის პროფესიონალური ზრდა და კვალიფიკაციის განვითარება; შევქმნათ შესაბამისი სამუშაო გარემო და პირობები;
  • უსაფრთხოება - განვახორციელოთ ინვესტიციები კომპანიის საკუთრებაში არსებული დისტრიბუციის ქსელის და ჰესების რეაბილიტაცია/განახლების მიზნით, უსაფრთხო სამუშაო პირობების და გარემოს შექმნა.

 

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved