ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
სს გაერთიანებული ენერგოსისტემა "საქრუსენერგო”
90–იან წლებში საქართველოს ენერგეტიკის დარგში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, მოწყობილობის დიდი ნაწილის მორალურმა და ფიზიკურმა ცვეთამ, თანამშრომლობის ერთიანი სივრცის მოშლამ, საქართველოს ენერგოსისტემის მუშაობამ იზოლირებულ რეჟიმში, ახალ ეკონომიურ საფუძვლებზე გადასვლის აუცილებლობამ, მთლიანად ელექტროენერგიის როლმა ქვეყნის ეკონომიკის და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის საქმეში და რაც მთავარია ქვეყნის ენერგეტიკული კრიზისიდან გამოყვანის დაჩქარებამ, მოითხოვა ენერგეტიკული სისტემის საგრძნობი სტრუქტურული და ტექნიკური ცვლილებები, რამაც სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად განაპირობა 1996 წლის 27 მაისს სააქციო საზოგადოება გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა "საქრუსენერგო"–ს შექმნა. დაფუძნება მოხდა საქართველოს მთავრობის და რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ხელძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე. დღეისათვის სააქციო საზოგადოების აქციონერები არიან: საქართველოს სახელმწიფო, წარმოდგენილი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახით და ღია ს.ს. "ფედერალური საქსელო კომპანია" რუსეთის გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved