ს.ს. "ხრამჰესი I"
სს «ხრამჰესი I» არის მაღალმთიანი ელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1000 მ-ზე მეტ სიმაღლეზე, საქართველოს სამხრეთ–დასავლეთის ნაწილში, წალკის რაიონში, ქ. თბილისიდან 120 კმ-ის დაშორებით.
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყეს 1934 წელს და ექსპლუატაციაში გაუშვეს 1947 წლის დეკემბერში. იგი შედგება 3 ჰიდროაგრეგატისგან, თითოეული 37,6 მგვტ დადგმული სიმძლავრით.
ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქ. წალკაში მდებარე წლიური რეგულირების წყალსაცავი და მისგან გამომავალი მიწისქვეშა და მიწისზედა სამძაფა სადაწნეო მილსადენები.
ხრამჰესი I და ხრამჰესი II საქართველოში პირველი ენერგეტიკული ორგანიზაციებია, რომლებმაც
ISO 14001:2004 სერთიფიკატი მოიპოვეს.