ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი
ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი დაარსდა 2010 წლის 13 დეკემბერს მისი  აქციების 100%-ის  მფობელია სახელმწიფო. საზოგადოება დაფუძნებულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 08 დეკემბრის #1564 განკარგულების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.12.2010 წლის #1-1/1950 ბრძანების საფუძველზე. 2010 წლის 22 დეკემბრის  საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის  დადებული  ხელშეკრულების თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაეცა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

2012 წლის სექტემბერს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გადაწყვეტილებით განხორციელდა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“-ის და „მწვანე ენერგიის განვითარების კომპანია“-ის შერწყმა, რის შედეგადაც განხორციელდა ამ კომპანიის ლიკვიდაცია, ხოლო მისი უფლებამონაცვლე გახდა სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“

ს.ს. საქართველოს მწვანე ენერგიის განვითარების კომპანია, შემდგომში GGEDC წარმოადგენდა საქართველოში 2011 წლის 04 აპრილს რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებას, რომლის დაფუძნებისას აქციების 100%-ის   მფლობელი იყო  შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია’’. კაპიტალი განისაზღვრა 10 მილიონი ლარით. საზოგადოებას განესაზღვრა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა 3 წევრით.   დირექტორად დაინიშნა აკაკი კვანტალიანი. წესდების თანახმად საზოგადოების საქმიანობას წარმოადგენდა: ჰიდრო ელექტროსადგურებისა და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების ასევე ელექტროგადამცემი ხაზების დაპროექტება, მშენებლობა, რეაბილიტაცია და ოპერირება, ინვესტიციების მოზიდვა ენერგეტიკის სფეროში, ელექტროენერგიის გადაცემა და ყიდვა–გაყიდვა.

საქმიანობა:
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ს მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას, შესაბამისი ფონდების მოძიების, პროექტების განვითარებისა და მათი ეფექტიანი განხორციელების გზით.

ფონდის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტიული პროექტების მოძიება და განვითარების ხელშეწყობა, აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე ფონდი  ეწევა შემდეგ საქმიანობებს:

წინასწარი კვლევითი სამუშაოების ჩატარება;
პროექტების წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება;
პროექტის გარემოზე ზემოქმედების წინასწარი შეფასება;
ინვესტორების მოძიება და დაინტერესება არსებული პროექტებით;
 

ფონდი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის მიზნით იკვლევს ენერგეტიკული პოტენციალის მქონე ადგილებს. გარდა ამისა, ხდება კონკრეტული პროექტის გარემოზე ზემოქმედების წინასწარი შეფასება. აღნიშნულის შედეგად  იწერება წინასაპროექტო კვლევის ანგარიში, რომლის საფუძველზეც, ინვესტორის არსებობის შემთხვევაში და აქციონერის თანხმობის საფუძველზე  ფონდი  იწყებს პროექტის დეტალურ ტექნიკურ-ეკონომიკურ   შესწავლას და სხვა დამატებითი მომსახურებების გაწევას. ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში ფორმდება შეთანხმება ინვესტორსა და ფონდს შორის (და მესამე პირს შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც განისაზღვრება ინვესტორისა და კომპანიის ურთიერთვალდებულებები.

ფონდის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს მომსახურების გაწევა ენერგეტიკის სფეროში, რაც მოიცავს საპროექტო და კვლევით, იურიდიულ და ფინანსურ მომსახურებებს.

 

ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში, ფორმდება მემორანდუმი ინვესტორსა და GEDF-ს შორის (და მესამე პირს შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც განისაზღვრება ინვესტორისა და კომპანიის ურთიერთვალდებულებები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ინვესტორის სურვილის შემთხვევაში, პარტნიორთან შეთანხმებით, პროექტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპანიას შეუძლია გაწიოს შემდეგი მომსახურეობები:

მშენებლობისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის მომზადება, უფლების და ლიცენზიების მოპოვების ჩათვლით;
საპროექტო ორგანიზაციის მოძიება და სრულყოფილი სამშენებლო პროექტის შესყიდვა;
პროექტის წინასწრი სქემატური დამუშავება ან წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშის მომზადება
მშენებლობის მონიტორინგი.


ფონდის სტრატეგიული ამოცანები:

პროექტების განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა;
ხარისხიანი პროექტების დამუშავება;
ინვესტორების და ფონდების მოზიდვა;
პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
 

 1.      პროექტების განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა:

· ბუნებრივი რესურსების პოტენციალის კაბინეტური კვლევების წარმოება;
·რესურსების პოტენციალის შესწავლა;
·გარე პირების მიერ შემოთავაზებული პროექტების ანალიზი;

2.      ხარისხიანი პროექტების დამუშავება

·პროექტის საინვესტიციო ნაწილის დამუშავება;
·პროექტის საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის ხარისხიანი დამუშავების უზრუნველყოფა;
·პროექტების ფინანსური რენტაბელურობის  კალკულაცია და მიზანშეწონილობის ანალიზი;
·პროექტის გარემოსთან თავსებადობის განხილვა და უზრუნველყოფა;
·პროექტის მარკეტინგული კომპონენტის დამუშავება.

3.      ინვესტორების და ფონდების მოზიდვა

·პოტენციური ფონდების და ინვესტორების მონაცემთა ბაზის განვითარება;
·ურთიერთობების განვითარება ენერგეტიკის განვითარებით დაინტერესებულ    საერთაშორისო    ფონდებთან;
·ურთიერთობების განვითარება არსებულ და პოტენციურ ინვესტორებთან;
·კონკრეტული პროექტების დაფინანსების კომერციული დასაბუთება;

4.      პროექტების განხორციელების ხელშეწყობა

·სწორი ამოცანების დასმა პროვაიდერებისთვის და მათი მუშაობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
·ურთიერთობის განვითარება სხვადასხვა სერვისის და შუალედური პროდუქტების პროვაიდერებთან;
·ფონდის მხრიდან პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ქმედებების დროული და ეფექტიანი შესრულება


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved