ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
შ.პ.ს. მტკვარი ენერგეტიკა
შპს „მტკვარი ენერგეტიკა“-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოება და მისი რეალიზაცია. ელექტროენერგიის წარმოება ხორციელდება შპს „მტკვარი ენერგეტიკა“-ს მფლობელობაში არსებული თბოელექტროსადგურის საშუალებით, რომელიც მდებარეობს ქ. გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ. თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კმ-ის მანძილზე. იგი შედგება ორი ენერგობლოკისაგან (მე-9 და მე-10), თითოეული  300 მვტ დადგმული სიმძლავრით.
 
აღნიშნული თბოელექტროსადგურის ძირითად საწვავად გამოიყენება ბუნებრივი გაზი, რაც უზრუნველყოფს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას თანავედროვე ეკოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად.
 
თბოელექტროსადგურის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქ. რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათავე ნაგებობა - კაშხალი და მისგან გამომავალი მიწისქვეშა გვირაბებისა და ღია არხების სისტემა. აღნიშნული კაშხალი განლაგებულია მდ. მტკვარზე და მისი საშუალებით ხორციელდება მდინარის წყლის აღება რამდენიმე თბოელექტროსადგურის ტექნიკური მოხმარებისთვის. კაშხალი აგრეთვე გამოიყენება გარდაბნის რაიონის მიწების სარწყავი სისტემის წყლით უზრუნველყოფისათვის.
 
თბოელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოება ძირითად ხორციელდება სექტემბრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში. მისი დადგმული სიმძლავრის გათვალისწინებით, იგი წარმოდგენს უმსხვილეს თბოელექტროსადგურს საქართველოში.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved