ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ს.ს თელასი
სააქციო საზოგადოება „თელასი“ დაფუძნებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საწარმოთა და სახელმწიფოთა საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის საორგანიზაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N228 დადგენილების და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1998 წლის 6 მაისის N1-3/188 ბრძანების შესაბამისად. სააქციო საზოგადოება „თელასი“ რეგისტრირებულია ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს მიერ 1995 წლის 14 მაისს. 1998 წლის 21 დეკემბერს AES Silk Road Holdings B.V., AES კორპორაციამ შეისყიდა სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციათა 75%. 2003 წლის აგვისტოში AES კორპორაციამ, ბოლო მფლობელმა, მიყიდა “Silk Road Holdings B.V.”-ს აქციათა პაკეტის 100% ფინურ კომპანიას - სააქციო საზოგადოება RAO Nordic Oy (INTER RAO Holdings B.V.), რომლის ერთადერთი მფლობელია დსს „ინტერ რაო ეეს“-ი (ამჟამად, ღსს „ინტერ რაო ეეს“-ი). საქმიანობის ძირითადი სახეობებია: ელექტროენერგიის შესყიდვა და გაყიდვა; ელექტრული ქსელების მომსახურება და ექსპლუატაცია; ელექტროენერგიის სატრანზიტო მომსახურება; აბონენტთა ტექნიკური მომსახურება; ქ. თბილისის ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული ერთიანი სისტემის ადმინისტრირება. მომხმარებელთა მომსახურება და ელექტრული ქსელების ექსპლუატაცია ხორციელდება აბონენტთა მომსახურების 15 ცენტრში, 2 საექსპლუატაციო უბანში და 10 საექსპლუატაციო რაიონში, ქალაქის ყველა ადმინისტრაციულ რაიონში.

მისია

სააქციო საზოგადოება „თელასის“ მისიაა ქ. თბილისში მომხმარებელთა საიმედო და ხარისხიანი ენერგომომარაგება. ჩვენი საქმიანობა მიმართულია კომპანიის საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლებაზე, მართვის სისტემების სრულყოფაზე, თანამედროვე მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე, მომხმარებელთა მომსახურების განვითარებასა და ხარისხის ამაღლებაზე. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ კორპორაციულ კულტურას, რომლის მთავარ ფასეულობად მიგვაჩნია მაღალი პროფესიონალიზმი, მართვის სისტემის მოქნილობა, თანამშრომლების დისციპლინისა და შემოქმედების ეფექტური შერწყმა. კომპანია ქმნის პროფესიონალების გუნდს, მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მათ სოციალურ დაცვაზე. კომპანიაში შექმნილ გუნდს ახასიათებს სწრაფვა ეფექტური მუშაობისაკენ და კორპორაციული ფასეულობებისადმი ერთგულება. სს „თელასის“ საქმიანობა მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალეა აქციონერთათვის, ინვესტორებისათვის, ბიზნეს-პარტნიორებისა და საზოგადოებისათვის. ჩვენ განზრახული გვაქვს კომპანია გავხადოთ მაქსიმალურად მომგებიანი, თანამედროვე და დინამიური, რაც კომპანიის აქციონერთა ინტერესებშია.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved